|
2024-01-20 17:09:27, 665 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - პარტიებს, რომლებიც სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებენ, რა მოლოდინი აქვთ, რომ მოქალაქეებისგან ხმას მიიღებენ
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობდა. კითხვაზე, რაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ არჩევნებზე „ქართული ოცნებას“ 60 პროცენტს აიღებს, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ამაზე მიუთითებს ბოლო პერიორდში ჩატარებული კვლევები. „ნახეთ ნებისმიერი კვლევა, თანაფარდობა „ქართულ ოცნებასა“ და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის და ნახავთ, რომ ზუსტად ამ თანაფარდობის ამსახველია. ყველა კვლევა, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩატარდა, აჩვენებს ზუსტად ამ ტენდენციას, თანაფარდობას. რა ჰგონია ოპოზიციას, ეს მიკვირს. რას სთავაზობს ოპოზიცია ქართველ ხალხს? რა მოუტანა „ქართულმა ოცნებამ“ ქართველ ხალხს – მოუტანა ეკონომიკური წინსვლა, უსაფრთხოების დაცვა და დღეს ვხედავთ კიდევ დამატებითი კონფლიქტები წარმოიშვება ჩვენ გარშემო და საქართველო რჩება კვლავ ოაზისად, რომელიც ინარჩუნებს სათანადო დონეზე სიმშვიდეს, რომელიც საჭიროა ეკონომიკური განვითარებისთვის. მოუტანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსი და ყველა ის სიკეთე, სოციალური თუ ეკონომიკური, თუ უსაფრთხოების საკითხებში რაც არის", - განაცხადა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)