|
2024-01-19 13:19:00, 613 ნახვა
პოლიტიკა
წილოსანი - შანხაიში გამართულ შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც სახელმწიფოს შეუძლია ჰქონდეს თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნისას
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში მმართველი გუნდის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში შანხაის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ჩენ ძინგთან გამართული შეხვედრა შეაფასა. წილოსანის განცხადებით, გამოცდილება, რომელიც შეხვედრის დროს ქართულმა დელეგაციამ მიიღო, "საინტერესოა საქართველოს შემთხვევაშიც, ვინაიდან საუბარი შეეხო სახელმწიფოს პოზიტიურ როლს თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნასა და მათ განვითარებაში". „შანხაი, თავად ჩინეთის მასშტაბითაც ერთ-ერთი გამორჩეული და მაღალგანვითარებული გეოგრაფიული არეალია, განსაკუთრებით, ისეთი მნიშვნელოვანი პროექტებით, როგორიცაა ლინ-განგის სპეციალური ზონა, რომელიც გულისხმობს თავისუფალი სავაჭრო ტერიტორიის და კონცეფციის მოწყობას. გამოცდილება, რომელიც აქ შეხვედრის დროს მივიღეთ და პრეზენტაციისას მოვისმინეთ, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა ჩვენი ქვეყნის შემთხვევაშიც. შეხვედრაზე ვისაუბრეთ იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც სახელმწიფოს შეუძლია ჰქონდეს თავისუფალი სავაჭრო ზონების შექმნისას. ეს არის სპეციალური საგადასახადო სისტემის შეთავაზება დასაქმებულებისთვის, განსაკუთრებით, ახალგაზრდა ტვინების მოზიდვის კუთხით სპეციალური ბენეფიტების დაწესება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და დაინტერესების შექმნა სხვადასხვა ინდუსტრიებისთვის, იმისთვის, რომ კონკრეტულად ასეთი ზონები სათანადოდ განვითარდეს და წამყვანი ფუნქცია ჰქონდეს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში“, - განაცხადა ნინო წილოსანმა. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ დელეგაციამ, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, კერძოდ, პეკინსა და შანხაიში, მაღალი დონის შეხვედრები გამართა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)