02:39 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-18 21:43:52, 1069 ნახვა

მსოფლიო
ორბანი - თუ უკრაინის დახმარება გვსურს, ეს ევროკავშირის ბიუჯეტის მიღმა და ყოველწლიურ საფუძველზე უნდა გავაკეთოთ

თუ უკრაინის დახმარება გვსურს, ეს ევროკავშირის ბიუჯეტის მიღმა და ყოველწლიურ საფუძველზე უნდა გავაკეთოთ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

როგორც ორბანი აღნიშნავს, ევროკავშირს სურს, რომ უკრაინას ფული 4 წლით მისცეს მაშინ, როდესაც ევროპულ არჩევნებამდე სულ რაღაც 5 თვე რჩება.

"მათ სურთ უკრაინას ფული 4 წლით მისცენ მაშინ, როდესაც ევროპულ არჩევნებამდე სულ რაღაც 5 თვე რჩება. მათ არსებითად სურთ ხალხს ჩამოართვან უფლება მიიღონ გადაწყვეტილებები მომავალზე. როგორი ანტიდემოკრატიული პოზიციაა! უნგრეთი არ ეთანხმება ამას. თუ ჩვენ გვინდა უკრაინის დახმარება, მოდით გავაკეთოთ ეს ევროკავშირის ბიუჯეტის მიღმა და ყოველწლიურ საფუძველზე! ეს არის ერთადერთი დემოკრატიული პოზიცია არჩევნებამდე სულ რაღაც 5 თვით ადრე", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics