|
2024-01-17 14:17:40, 961 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - მამუკა გამყრელიძემ კიდევ ერთხელ დაადასტურა, როგორ ებრძოდნენ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას
არაფერი ახალი არ უთქვამს. კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, თუ როგორ ებრძოდნენ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას, ამ გადაწყვეტილების მიღებას პოლიტიკური ასპექტიდან გამომდინარე,- ასე უპასუხა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ გენერალური მდივნის, მამუკა გამყრელიძის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. ვოლსკის თქმით, "არცერთი სტრუქტურა, მათ შორის, არც გამყრელიძე არ უნდა ამაყობდეს იმით, რომ ახლა თითქოსდა რამე სიახლე თქვა - არცერთი წარმომადგენელი ოპოზიციის მხრიდან არ არის ამ საკითხებში სუფთა საქართველოს წინაშე". „ისინიც კი, ვინც, როგორც გამყრელიძე ამტკიცებდა, რომ დადიან ოპოზიციური ლიდერები და არ მისცეთ საქართველოს სტატუსიო, ამ თემით ჩადიოდნენ ევროპულ დედაქალაქებში, ისინიც კი თავის მხრიდან, თავის მიერ შეთავაზებული ფორმულით, რომ თითქოსდა მთავრობას არ უნდა მიეცეს და საზოგადოება აბსოლუტურად სხვა არის ვიდრე მთავრობა, ისინიც ხელს უშლიდნენ. მნიშვნელოვანწილად მათი წვლილიც არის იმ დესტრუქციაში, რომელიც არსებობდა ოპოზიციურ ფლანგზე. არცერთი სტრუქტურა, მათ შორის, არც გამყრელიძე არ უნდა ამაყობდეს იმით, რომ ახლა თითქოსდა რამე სიახლე თქვა. არცერთი წარმომადგენელი ოპოზიციის მხრიდან არ არის ამ საკითხებში სუფთა საქართველოს წინაშე. საზოგადოება და მთავრობა არის ერთი და იგივე მაშინ, როდესაც ჩვენ ვიცით, რომ საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა აირჩია ის მთავრობა, რომელმაც 2012 წლიდან მიაღწია იმ შედეგებს, რომელიც ადრე არ ჰქონია ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. „ქართული ოცნების" ინფორმაციით, „ევროპელი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, მამუკა გამყრელიძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, ოპოზიცია დასავლეთში მოლაპარაკებებს აწარმოებდა იმისთვის, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)