|
2024-01-17 13:55:21, 536 ნახვა
პოლიტიკა
წილოსანი - ჩინეთისგან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტზე პოზიტიური გზავნილი და მზაობა მივიღეთ
ჩინეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას და თანამშრომლობას აქვს განუზომელი პოტენციალი,- ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა. წილოსანის თქმით, საქართველომ ჩინეთისგან სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის თაობაზე პოზიტიური გზავნილი და მზაობა მიიღო. „დღეს შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს შესაძლებლობებზე, როგორც სატრანსპორტო ლოჯისტიკური მიმართულებით, ასევე მწვანე ეკონომიკის და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების კუთხით. თუმცა რაზეც ახლა მინდა ყურადღება გავამახვილო ეს არის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტი საქართველოდან ჩინეთში, რაზეც დღეს კომერციის მინისტრის მოადგილესთან საკმაოდ დიდხნიანი საუბარი გვქონდა. მნიშვნელოვანი გზავნილი იყო ის, რომ საკითხი რომელზეც ჩვენი სამინისტრო დიდი ხნის მანძილზე მუშაობს, ეს არის ცხოველური წარმოშობის პროდუქციის შემოტანა ჩინეთში. პოზიტიური გზავნილი და მზაობა მივიღეთ ჩინეთის მხარისგან, რაზეც რა თქმა უნდა, სამინისტროს და მთავრობის მხრიდან გაგრძელდება თანამშრომლობა და მუშაობა. თავისთავად მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქციების, მაგალითად ქართული ღვინის, შემოტანაც მუდმივად მზარდია ჩინეთში, თუმცა, გარკვეულ დამატებით ძალისხმევას საჭიროებს, რაზეც ამ შეხვედრის დროს იქნა გამახვილებული ყურადღება", - განაცხადა წილოსანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)