17:58 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-16 21:35:51, 627 ნახვა

მსოფლიო
რობერტ ფიცო - სანამ მე სლოვაკეთის პრემიერი ვარ, არ დავუშვებ, რომ ევროკავშირში უნგრეთს ხმის უფლება ჩამოართვან

სანამ მე სლოვაკეთის პრემიერი ვარ, არ დავუშვებ, რომ ევროკავშირში უნგრეთს ხმის უფლება ჩამოართვან, - ამის შესახებ ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე სლოვაკეთის პრემიერმა, რობერტ ფიცომ განაცხადა.

როგორც ფიცომ აღნიშნა, თუ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ვეტოს უფლებას ართმევენ და პოლიტიკისა თუ უსაფრთხოების ფუნდამენტური საკითხები ხმათა უმრავლესობით გადაწყდება, ეს ევროკავშირის დასასრულის დასაწყისი იქნება.

„ღიად და ნათლად ვამბობ, რომ სანამ სლოვაკეთის მთავრობის მეთაური ვიქნები, არ შევურიგდები რომელიმე ქვეყანაზე თავდასხმას იმის გამო, რომ ეს ქვეყანა საკუთარ სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას იცავს. ვიმეორებ: იმისათვის, რომ უნგრეთს რომელიმე უფლება ჩამოერთვას, ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო“, - განაცხადა რობერტ ფიცომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Global Finance-მა საქართველოს ბანკი GEN AI-ის დანერგვისთვის რეგიონულ ინოვატორებს შორის დაასახელა
EU-ს ანგარიშში TV იმედის, რუსთავი 2-სა და Pos TV-ის დასანქცირებას ითხოვენ
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics