|
2024-01-16 14:25:18, 528 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი - ვხედავთ, რომ ოპოზიციაში ქაოსია, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მნიშვნელოვან გამარჯვებას მოვიპოვებთ
დღეს, ფაქტობრივად ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციაში არის ქაოსი. ეს არ არის მხოლოდ დღევანდელი მდგომარეობა, ასე არის უკვე რამდენიმე წელია, მას შემდეგ, რაც მათ ქვეყნის დესტაბილიზაციის გეგმა არ გამოუვიდათ და ვერ აღასრულეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. ჩიქოვანის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" მნიშვნელოვანი შედეგები აქვს, რომლითაც ამომრჩევლების წინაშე წარდგება და არჩევნებზე გამარჯვებას მოიპოვებს. "ყველა კარგად ხვდება, რომ მათ არანაირი დღის წესრიგი არ აქვთ, არ შეუძლიათ, პოზიტიური შეთავაზებების წარდგენა ჩვენი მოქალაქეების წინაშე, მათ არ აქვთ არანაირი შინაარსის მატარებელი პოლიტიკა, მათი პოლიტიკა თავიდან ბოლომდე, პირდაპირ დესტრუქციაზეა დაფუძნებული. დღეს ჩვენ გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, რომლითაც „ქართული ოცნება" წარდგება საკუთარი ამომრჩევლის წინაშე და გვაქვს ღრმა რწმენა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მოვიპოვებთ მნიშვნელოვან გამარჯვებას“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)