|
2024-01-16 13:59:01, 521 ნახვა
პოლიტიკა
სონღულაშვილი - ჩინეთთან თანამშრომლობა შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას, შევძლოთ იმ პოტენციალის გამოყენება, რომელიც ამ ორი ქვეყნის ურთიერთობას გააჩნია
დარწმუნებული ვარ, ჩინეთთან თანამშრომლობა შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას, შევძლოთ იმ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება, რომელიც ამ ორი ქვეყნის ურთიერთობას გააჩნია, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილი ჩინეთში, „ქართული ოცნების“ დელეგაციის შეხვედრაზე განაცხადა. სონღულაშვილის თქმით, „მნიშვნელოვანია, რომ საართველოსა და ჩინეთის შესაძლებლობები მაქსიმალურად იყოს ათვისებული, როგორც სავაჭრო ურთიერთობების ნაწილში, ასევე შუა დერეფნის განვითარებაში“. „ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება. მოგეხსენებათ, ეს ურთიერთობები ცოტა ხნის წინ გადავიდა ახალ საფეხურზე, რაც არის სტრატეგიული ურთიერთობა. მოგეხსენებათ, რომ ჩინეთი ეკონომიკური მიმართულებით მსოფლიოში არის მეორე ქვეყანა. ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს შესაძლებლობები მაქსიმალურად იყოს ათვისებული ორმხრივ ურთიერთობაში და როგორც სავაჭრო ურთიერთობების ნაწილში, ასევე შუა დერეფნის განვითარებაში, რადგან მოგეხსენებათ, საქართველოს აქვს სტრატეგიული მდებარეობა შუა დერეფნის განვითარებასთან მიმართებით. ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანია, ეს ურთიერთობები უფრო გაღრმავებული იყოს, შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოყენებული. ზუსტად ამას ემსახურება ის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრები, რომელიც ამ ვიზიტის განმავლობაში გვაქვს და დარწმუნებული ვარ, ჩინეთთან ასეთი ტიპის თანამშრომლობა შესაძლებლობას მისცემს ჩვენს ქვეყანას, რომ მაქსიმალურად შევძლოთ იმ დიდი რესურსის, შესაძლებლობების და იმ პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენება, რომელიც ამ ორი ქვეყნის ურთიერთობას გააჩნია“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)