17:56 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-16 10:03:48, 764 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, ვორონეჟსა და ბელგოროდში დრონებით შეტევა განხორციელდა [ვიდეო]

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, წუხელ ვორონეჟისა და ბელგოროდის რეგიონებში დრონებით შეტევა მოიგერიეს. ამის შესახებ რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია "რია ნოვოსტი" წერს.

თავდაცვის უწყების განცხადების თანახმად, საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს 5 და შეაჩერეს 3 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ვორონეჟის ტერიტორიაზე, ხოლო 4 დრონი ბელგოროდში დააკავეს.

„ამ ღამის განმავლობაში შეჩერდა კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები საავიაციო ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე არსებულ ობიექტებზე",- აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის განცხადებაში.

გუბერნატორ ალექსანდრე გუსევის თქმით, მომხდარის გამო, ვორონეჟში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

მისი ინფორმაციით, ვორონეჟში თვითმფრინავის ნამსხვრევების ჩამოვარდნისას 10 წლის გოგონა დაშავდა, 2 მაღალსართულიანი კორპუსი და რამდენიმე კერძო სახლი კი, დაზიანდა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
EU-ს ანგარიშში TV იმედის, რუსთავი 2-სა და Pos TV-ის დასანქცირებას ითხოვენ
ზელენსკი: შესაძლოა, უკრაინული დრონებიც იფრინონ ​​მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე
ზელენსკი: სომხეთსა და აზერბაიჯანს მხოლოდ მშვიდობას ვუსურვებთ
ალიევი: სომხეთმაც და აზერბაიჯანმაც უკვე მიიღეს რეალური სარგებელი მშვიდობით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics