2024-01-15 15:06:27, 1603 ნახვა
ომი უკრაინაში
ვალერი ზალუჟნიმ 2 რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდება დაადასტურა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი ადასტურებს, რომ ქვეყნის საჰაერო ძალებმა 2 რუსული სამხედრო თვითმფრინავი - A-50 და Іл-22М11 ჩამოაგდო.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზალუჟნიმ Telegram-ზე დაწერა.
"უკრაინის საჰაერო ძალების ჯარისკაცებმა გაანადგურეს მოწინააღმდეგის A-50, შორი დისტანციური რადარის აღმომჩენი თვითმფრინავი და მტრის Іл-22М11",- წერს ზალუჟნი.
მთავარსარდალმა სოციალურ ქსელში რადარებიდან 2 თვითმფრინავის გაქრობის ვიდეოც გამოაქვეყნა.
ცნობისთვის, მანამდე, РБК-Украина თავდაცვის ძალების წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა აზოვის ზღვის თავზე რუსული A-50-ის ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდო, ხოლო Ил-22М11 დააზიანა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,