|
2024-01-15 13:45:50, 614 ნახვა
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე - ჩინეთის მხრიდან კიდევ ერთხელ მივიღეთ ურყევი მხარდაჭერის პირობა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მათი მხრიდან მუდმივად მხარდაჭერილი იქნება
დღეს დაიწყო ჩვენი დელეგაციის ვიზიტი პეკინში. გვქონდა შეხვედრები მმართველი პარტიის საგარეო ურთიერთობის ხელმძღვანელთან და ამ ვიზიტის მთავარი ამოცანა არის საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების მეტად გაღრმავება,- ამის შესახებ ჩინეთში, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია იმყოფება. სამხარაძემ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ჩინეთის მხარდაჭერა საქართველოსთვის ისეთ პრიორიტეტულ საკითხებზე, როგორიც არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. „იცით, რომ ჩინეთი არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი, შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩინეთის მხარდაჭერა საქართველოსთვის პრიორიტეტულ საკითხებზე. ერთ-ერთი ასეთი არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. შესაბამისად, დღეს შეხვედრაზე გვქონდა საუბარი ამ თემაზე და ჩინეთის მხრიდან კიდევ ერთხელ მივიღეთ ურყევი მხარდაჭერის პირობა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ჩინეთის მხრიდან იქნება მუდმივად მხარდაჭერილი. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი არის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, მათ შორის, შუა დერეფნის განვითარება, როგორც ყველაზე მოკლე მარშრუტი ჩინეთიდან ევროპაში და ევროპიდან ჩინეთში ტვირთების გადაზიდვისა, სადაც საქართველო მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ასევე, გვქონდა საუბარი ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე, მათ შორის, უსაფრთხოების გამოწვევებზე, როგორც შავი ზღვის რეგიონში, ასევე ახლო აღმოსავლეთში, აზიაში და ა.შ. ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი საუბარი გვქონდა. ჩვენი ვიზიტი გრძელდება. გვექნება შეხვედრები ვაჭრობის მინისტრთან, ასევე შევხვდებით ეროვნული კონგრესის ხელმძღვანელობას და აქაც გვექნება საუბრები ორმხრივი ინტერესის სფეროებზე“,- განაცხადა სამხარაძემ.
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)