|
2024-01-15 12:38:38, 648 ნახვა
პოლიტიკა
გახარიას გუნდი ივანიშვილს და „ოცნებას“ - გახსენით თქვენს მიერ კონტროლირებადი ტელევიზიები პოლიტიკური დებატებისთვის
ჩვენ მოვუწოდებთ ივანიშვილს და "ოცნებას", გახსნან სატელევიზიო არხების ეთერები დებატებისთვის,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წარმომადგენელმა, ბექა ლილუაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში, სატელევიზიო პროპაგანდამ "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების "პროპაგანდისტულ სიმაღლეებს მიაღწია". "მივმართავთ ე.წ. სახელისუფლებო ტელევიზიების ("იმედის", "რუსთავი 2"-ის, საზოგადოებრივი მაუწყებელის) ფორმალურ ხელმძღვანელებს, ფორმალურ მფლობელებს და რეალურ მეპატრონეს ბიძინა ივანიშვილს: ბოლო რამდენიმე წელია, ივანიშვილმა სრული კონტროლი მოიპოვა ამ არხებზე და ისინი აქცია 'ოცნების" პოლიტიკურ იარაღად, რომელსაც ის იყენებს ხალხისთვის სიმართლის დასამალად. ამ თვალსაზრისით, სატელევიზიო პროპაგანდამ მიაღწია "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების პროპაგანდისტულ სიმაღლეებს. "ოცნება" დღეს "ნაცების" მსგავსად, მედიას იყენებს მოდელირებული რეალობის შექმნის, fake-ის გავრცელებისა და ხალხისთვის სიმართლის დასამალად. სააკაშვილის მოგონილი მედიაბოიკოტის "კოპირების" გზით, შეშინებული კობახიძეები, მდინარაძეები, კალაძეები და სხვები ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების ნაცვლად, სტუდიებში სხედან და კომფორტულად, საკუთარ თავს ელაპარაკებიან. ჩვენ მოვუწოდებთ ივანიშვილს და „ოცნებას“, გახსნან სატელევიზიო არხების ეთერები დებატებისთვის. გახსნან პირდაპირი ეთერები ყველასთვის! ვიმეორებ ყველასთვის და არა მხოლოდ სააკაშვილის თათბირების გასაშუქებლად, სასამართლო დარბაზიდან! ჩვენ, გახარიას გუნდი, მოგმართავთ თქვენ, ივანიშვილის დამცველებს, მოდით დებატებში მოქალაქეებისთვის მწვავე პრობლემებზე, კორუფციაზე, უმუშევრობაზე, შრომის პირობების დაცვასა და მინიმალურ ხელფასზე, დასაქმებაზე, გაზრდილ ფასებზე, ქვეყნიდან ადამიანების გაქცევის პრობლემაზე, პრეზიდენტის ხალხის მიერ პირდაპირ არჩევაზე, საარჩევნო ბარიერისა და ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანების პროცესზე. თქვენივე ტელევიზიებში, "იმედზე" მაგალითად. ჩვენ, ასევე ველოდებით ივანიშვილისგან თავად როდის იტყვის ღიად თანხმობას ან უარს გახარიასთან დებატებზე. შეგახსენებთ, რომ საარჩევნო წელს, ტელევიზიებს აქვთ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა საეთერო დრო დაუთმონ ყველა პოლიტიკურ აქტორს თანაბრად. პოლიტიკური დებატების გარეშე მოქალაეები ვერ გააკეთებენ ინფორმირებულ არჩევანს, რაც არჩევნების სამართლიანობას უქმნის რისკებს",- განაცხადა ლილუაშვილმა.
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)