|
2024-01-15 12:13:56, 593 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი - ჩინეთში ვიზიტს დიდი როლი აქვს ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაში - ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია
ჩინეთში ვიზიტს ძალიან დიდი როლი აქვს ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაში იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის უკვე გაკეთებულია განცხადება სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. ეს ვიზიტიც ამის ხელშემწყობი ღონისძიებაა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა ჩინეთში, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მმართველი პარტიის დელეგაცია იმყოფება. როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, საქართველო ძალიან დიდ როლს ანიჭებს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის და ე.წ. შუა დერეფნის განვითარებას, რომელშიც ჩინეთს უზარმაზარი როლი აქვს. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მნიშვნელოვანი ვიზიტი დაიწყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში გვექნება შეხვედრები მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან უმაღლეს დონეზე, ასევე გვექნება შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. ამ ვიზიტს ძალიან დიდი როლი აქვს ორმხრივი ურთიერთობის განვითარებაში იმის გათვალისწინებით, რომ ორ ქვეყანას შორის არის უკვე გაკეთებული განცხადება სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. ეს ვიზიტიც ამის ხელშემწყობი ღონისძიება გახლავთ. მეორე მხრივ, თქვენ იცით, რომ საქართველო ძალიან დიდ როლს ანიჭებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას და ე.წ. შუა დერეფნის განვითარებას, რომელშიც ჩინეთს უზარმაზარი როლი აქვს და ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი. დარწმუნებულები ვართ, რომ ვიზიტი წარმატებით ჩაივლის და ეს იქნება კიდევ ერთი ხელშემწყობი გადადგმული ნაბიჯი“,- აცხადებს ჩიქოვანი.
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)