|
2024-01-13 10:05:28, 642 ნახვა
მსოფლიო
BBC - აშშ-მა „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებითი საჰაერო იერიშები განახორციელა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ჰუსიტების“ წინააღმდეგ დამატებითი საჰაერო იერიშები განახორციელა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. BBC-ის ცნობით, იერიში „ტომაჰავკის” ტიპის ფრთოსანი რაკეტებით განხორციელდა, რომლებიც წითელ ზღვაში დისლოცირებული სამხედრო გემიდან გაუშვეს. პენტაგონის განცხადებით, დარტყმა გუშინდელი იერიშების გაგრძელება იყო, რაც მიზნად ისახავს, მოუსპოს შესაძლებლობა იემენელ „ჰუსიტებს“, თავდასხმები მოაწყოს წითელ ზღვაში მცურავ კომერციულ გემებზე. ამასთან, თავად „ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ აშშ-მა რამდენიმე იერიში მიიტანა იემენის დედაქალაქ სანაზე. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 12 იანვარს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით ამერიკელმა სამხედროებმა იემენში დარტყმები მისი ბრძანებით მიიტანეს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)