|
2024-01-12 16:00:57, 678 ნახვა
პოლიტიკა
მათიკაშვილი გახარიაზე - ამ პიროვნებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამშობლოს, ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მოქმედი სახე კარგად გამოეჩინა
გახარიას და მისი პარტიის წარმომადგენლების განცხადებები, როგორც იტყვიან „სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს“. ამ პიროვნებამ საერთოდ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სამშობლოს, ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ მოქმედი სახე კარგად გამოეჩინა და კარგად დაენახებინა მთელი საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მათიკაშვილის თქმით, "დღევანდელი გადასახედიდან უკვე გასაგებია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად როგორ ცდილობდნენ და დღესაც როგორ ცდილობს გიორგი გახარია და მისი პარტიის წარმომადგენლები, ავნონ თავის ქვეყანას". „გახარია არის ის ადამიანი, რომელმაც ხელისუფლება და ის ხალხი, რომელმაც ფაქტობრივად, მას მანდატი მისცა იმისთვის, რომ ის პრემიერ-მინისტრი ყოფილიყო, მიატოვა სწორედ იმ დროს, როდესაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდებოდა ძლიერი, სწორი ნაბიჯების გადამდგმელი ხელისუფალი. მე ვარ ის ადამიანი, რომელიც ესწრებოდა ამ უმრავლესობის სხდომას, სადაც გახარია დაჟინებით მოითხოვდა, რომ მელიაზე იმუნიტეტის მოხსნა განხორციელებულიყო და ზუსტად ერთ დღეში, თუ ორ დღეში, ის გადადგა თანამდებობიდან და ამით აბსოლუტურად ხაზგასმით აჩვენა ის ვაი-პოლიტიკოსის სახე, რომლის საქციელიც წესით აბსოლუტურად სხვა უნდა ყოფილიყო და აბსოლუტურად სხვა მიმართულებით უნდა გადადგმულიყო მის მიერ ნაბიჯები. სინამდვილეში ჩვენ დავინახეთ ხელმოცარული, მხოლოდ საკუთარ ამბიციებზე გათვლილი პოლიტიკოსის სვლა, რომლის შესახებაც დამერწმუნეთ, როგორც სამეგრელოში, ასევე საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ყველამ ყველაფერი იცის გადასარევად და ეს მართლაც არის 2%-იანი პარტია და 2%-იანი პოლიტიკოსი, რომლის პერსპექტივაც ამ 2%-ს ვერაფრით ვერ გასცდება",- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა
„მადიარი“ კრემლის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)