|
2024-01-12 15:02:09, 817 ნახვა
მსოფლიო
რიში სუნაკი კიევში ჩავიდა
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ სუნაკი X-ზე ( ყოფილ Twitter-ზე) წერს. რიში სუნაკის თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინას მხარს იმდენს ხანს დაუჭერს, რამდენ ხანსაც ეს საჭირო იქნება. "მე ვიმყოფები უკრაინაში, რათა გადმოგცეთ მარტივი გზავნილი. ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ შესუსტდება. ყველა უკრაინელს - დიდი ბრიტანეთი თქვენს გვერდით იქნება იმდენს ხანს, რაამდენიც ეს სააჭირო იქნება", - წერს სუნაკი. უკრაინული მედიის ცნობით, ვიზიტის დროს რიში სუნაკი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს. მედიის ინფორმაციითვე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება და მასთან ერთად უსაფრთხოების თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერს ხელს, რომლიც დაზვერვას, კიბერუსაფრთხოებას, სამედიცინო და სამხედრო მომზადებასა და თავდაცვის ინდუსტრიულ თანამშრომლობას მოიცავს.
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)