05:39 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-12 09:30:35, 691 ნახვა

მსოფლიო
BBC - აშშ-მა და ბრიტანეთმა იემენში, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელეს [ვიდეო]

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმები განახორციელეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, დარტყმები დედაქალაქ სანში, „ჰუსიტების“ წითელი ზღვის პორტებში - ჰუდაიდაში, დამარსა და საადაში დაფიქსირდა. 

მედიის ცნობითვე, თავდასხმის დაწყება დაადასტურა „ჰუსიტების“ ოფიციალურმა წარმომადგენელმა, აბდულ ქადერ ალ-მორტადამაც.

"ამერიკულ-სიონისტურ-ბრიტანულმა აგრესიამ იემენის წინააღმდეგ წამოიწყო რამდენიმე რეიდი დედაქალაქ სანაზე, ჰუდეიდას გუბერნიაზე, საადასა და დამარზე", - წერს ალ-მორტადამი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე).

ამასთან, როგორც „ჰუსიტების“ ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, აშშ და დიდი ბრიტანეთი ამ აგრესიისთვის „მძიმე საფასურს გადაიხდიან".









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics