17:08 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-11 17:51:03, 1316 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - ბრძოლის ველზე პაუზა მხოლოდ რუსეთს დაეხმარება

ბრძოლის ველზე პაუზა მხოლოდ რუსეთს დაეხმარება,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტალინში, ესტონეთის პრეზიდენტთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი დიდი რაოდენობით დრონებს ყიდულობს ირანისგან და ცდილობს, რაკეტების მიწოდებაზე მიაღწიოს შეთანხმებას.

„პაუზა ბრძოლის ველზე, უკრაინის ტერიტორიაზე – ეს არ არის პაუზა ომში. ეს არ ნიშნავს, რომ არის ომის შეწყვეტა და ამას არ მივყავართ რუსეთთან პოლიტიკური დიალოგისკენ. ეს პაუზა მხოლოდ დაეხმარება რუსეთს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ გვესმის მოცულობები, რამდენს, რას აწარმოებენ ისინი დღეს. ჩვენ ვიცით, ყოველდღიურად რამდენ დრონს, არტილერიას აწარმოებენ. ჩვენ ვხედავთ, რა აკლიათ მათ და რომ მათ დრონების, არტილერიის დიდი დეფიციტი აქვთ, ასევე რაკეტების“, - განაცხადა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ესტონეთის დედაქალაქ ტალინს დღეს, 11 იანვარს ეწვივნენ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სოლოვიოვის მიერ იტალიის პრემიერის შეურაცხყოფის გამო, იტალიამ რუსეთის ელჩი დაიბარა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics