|
2024-01-11 12:16:44, 635 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - აუცილებლად მივიჩნიეთ, მიგვემართა ეუთო/ოდირისთვის თხოვნით, რომ საქართველოში არჩევნებზე დამკვირვებლები გამოაგზავნონ
როგორც მთავარმა პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიამ, აუცილებლად მივიჩნიეთ, რომ მიგვემართა ეუთო/ოდირისთვის თხოვნით, რომ მათ გამოაგზავნონ როგორც გრძელვადიანი, ისევე მოკლევადიანი დამკვირვებლები დროულად საქართველოში ამ უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე დასაკვირვებლად, რომელსაც აქვს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, გარდა ამისა, "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარეები - ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე "გამარჯვების კოალიციის" სახელით ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს მიმართავენ, რომ 27 ქვეყნის პარლამენტარებმა აქტიური მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებში, რომლებიც საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებიან - წერილის ადრესატები ასევე არიან ევროპარლამენტი, ნატოს, ევროპის საბჭოსა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეები. "ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის ოდირის მიმართ მოწვევის გაგზავნა არის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვალდებულება. სწორედ ამ მოწვევის საფუძველზე ხდება მთავარი საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ფორმირება და გამოგზავნა საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, თუმცა ხელისუფლება დუმს და ეუთო/ოდირის მიმართ ამ დრომდე მოწვევა არ არის გაგზავნილი მაშინ, როდესაც ყველას ძალიან კარგად გვესმის როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ ამ წლის ოქტომბერში საქართველოს ელოდება გეოპოლიტიკური მნიშვნელობის არჩევნები, სადაც წყდება ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხი. ხელისუფლების ამ მრავლისმეტყველ დუმილს თან ახლავს მუდმივი თავდასხმა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე. როგორიც არის, მათ შორის USAID-ი, რომელიც ასევე ტრადიციულად აგზავნის მსხვილ და მნიშვნელოვან სადამკვირვებლო მისიას საქართველოში. ამ ფონზე, როგორც მთავარმა პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიამ, აუცილებლად მივიჩნიეთ, რომ მიგვემართა ეუთო/ოდირისთვის თხოვნით, რომ მათ გამოაგზავნონ როგორც გრძელვადიანი, ისევე მოკლევადიანი დამკვირვებლები დროულად საქართველოში ამ უმნიშვნელოვანეს არჩევნებზე დასაკვირვებლად, რომელსაც აქვს გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ჩვენს ქვეყანაში მშვიდობიანი ხელისუფლების ცვლილებას. მოვუწოდებთ საგარეო საქმეთა სამინისტროს დროულად გააგზავნოს ოფიციალური მოწვევა ოდირის სახელზე. ვხედავთ, რომ ივანიშვილის ერთადერთი მიზანი არის ძალაუფლების შენარჩუნება, მაგრამ ასევე ვხედავთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა არ დატოვებს ქართველ ხალხს რუსული რეჟიმის პირისპირ და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები ოქტომბერში აუცილებლად გახდება ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილების საფუძველი",- აცხადებს ბოკუჩავა.
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)