06:38 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-10 20:12:26, 665 ნახვა

მსოფლიო
ანჯეი დუდა - არ შევწყვეტ ბრძოლას, ვიდრე მარიუშ კამინსკი და მისი თანამოაზრეები არ გათავისუფლდებიან

არ შევწყვეტ ბრძოლას პოლონეთის სამართლიანი სახელმწიფოსთვის, არ გავჩერდები, ვიდრე მარიუშ კამინსკი და მისი თანამოაზრეები არ გათავისუფლდებიან, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ განაცხადა.

როგორც დუდა აღნიშნავს, საზოგადოების უმრავლესობისთვის ეჭვგარეშეა, რომ ეს პოლიტიკური საქმეა.

„ღრმად ვარ შეძრული ამ სიტუაციით, ფაქტით, რომ ყოფილი მინისტრები მარიუშ კამინსკი და მაჩეი ვასიკი ციხეში მოათავსეს, პრეზიდენტის შეწყალების მიუხედავად და რომ ეს გაკეთდა ასეთი გულმოდგინებით და სისასტიკით. მინდა, ერთ რამეში დაგარწმუნოთ, არ შევწყვეტ ბრძოლას პოლონეთის სამართლიანი სახელმწიფოსთვის. არ გავჩერდები, ვიდრე მარიუშ კამინსკი და მისი თანამოაზრეები არ გათავისუფლდებიან. არ შემეშინდება. ვიმოქმედებ სამართლიანად, კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად“, - განაცხადა ანჯეი დუდამ.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრი მარიუშ კამინსკისა და მისი ყოფილი მოადგილე მაცეი ვონსიკზე პოლონეთის პოლიციამ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის დააკავა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics