10:37 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-01-09 16:39:10, 1079 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა - ფუნქცია ხომ უნდა ჰქონდეს ადამიანს? - გადაწყდა, ივანიშვილს ჰქონდეს უფლებამოსილება, პოლიტსაბჭოს პრემიერობის კანდიდატი წარუდგინოს

ფუნქცია ხომ უნდა ჰქონდეს ადამიანს? - შეჯერებულად გადაწყდა, რომ ბიძინა ივანიშვილს ჰქონდეს უფლებამოსილება, პარტიის პოლიტსაბჭოს პრემიერობის კანდიდატი წარუდგინოს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

როგორც ზარქუამ მედიის წამომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ამის საჭიროება იყო" და გუნდმა "ასე გადაწყვიტა".

"ის, რომ ბატონი ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა და პარტიულ საქმიანობაში ჩაერთო, პლუს ჩვენს საპატიო თავმჯდომარის პოზიციით, ხომ. ფუნქცია ხომ უნდა ჰქონდეს ადამიანს? ძალიან აქტიურია. უყვარს ეს ქვეყანა და შესაბამისად, გადაწყდა შეჯერებულად, რომ ამ პოზიციიდან მას ჰქონდეს უფლებამოსილება, პრემიერობის კანდიდატი წარუდგინოს პოლიტსაბჭოს და შემდეგ თავმჯდომარის ხელმოწერით წარედგინოს პარლამენტს. ამის საჭიროება იყო ასე და ასე გადავწყვიტეთ",- განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნების" განახლებული წესდების მიხედვით, პოლიტსაბჭოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილი წარუდგენს. ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ 30 დეკემბერს, პარტიის რიგით მე-7 ყრილობაზე აირჩიეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics