2024-01-06 11:51:36, 1779 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში აეროდრომი გაანადგურა
საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო ოთხი უკრაინული რაკეტა ანექსირებული ყირიმის თავზე. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმა 6 იანვრის ღამის თორმეტის ნახევარზე მოხდა. ამასთან, ყირიმის ხიდზე მოძრაობა დაახლოებით ერთი საათით შეჩერდა. სარაკეტო დარტყმის დეტალები არ გავრცელებულა.
პრო-უკრაინული ტელეგრამის არხები წერენ ათეულზე მეტ აფეთქებას ევპატორიას რაიონში და ნოვოფედორივკას რაიონში, სადაც მდებარეობს რუსული სამხედრო აეროდრომი საკი.
6 იანვარს, დილით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალმა ნიკოლაი ოლეშჩუკმა ტელეგრამაში დაწერა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა საკის აეროდრომზე სამეთაურო პუნქტი დაარტყეს.
ამ ინფორმაციაზე რუსული მხარე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,