11:08 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-30 15:33:16, 1014 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - ივანიშვილის პოლიტიკაში შემობრუნება, არამხოლოდ პარტიას, არამედ მთელ ქვეყანას წაადგება

მნიშვნელოვანი დღეა - „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭო აირჩა და პარტიის საპატიო თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა შეირჩა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

კალაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება არამხოლოდ პარტიისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის იქნება სასიკეთო.

„პარტია „ქართული ოცნების" რიგით მე-7 ყრილობა გაიმართა, სადაც აირჩა პოლიტსაბჭო და საპატიო თავმჯდომარედ იქნა წარდგენილი ბიძინა ივანიშვილის კანდიდატურა, ადამიანის, რომელმაც დააფუძნა აღნიშნული პარტია და გარდამტეხი როლი ითამაშა 2012 წლის ცვლილებებში. ამ დროიდან დღემდე პარტიას არ გადაუხვევია იმ ღირებულებებიდან, რომელიც 2011-2012 წლებში ბიძინა ივანიშვილის მიერ გაცხადდა. ვაგრძელებთ ამ გზას - დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები. ბიძინა ივანიშვილის შემობრუნება პოლიტიკაში წაადგება არამხოლოდ პარტიას, არამედ მთელ ქვეყანას", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარედ აირჩია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics