14:00 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-30 13:21:35, 2544 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW - ომის დაწყებიდან რუსეთმა გუშინ უკრაინაზე ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა

ომის დაწყებიდან რუსეთმა გუშინ უკრაინაზე ყველაზე დიდი სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, - აღნიშნულის შესახებ ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) განცხადებაშია აღნიშნული.

ISW-ს ცნობით, რუსული ძალების მიერ განხორციელებული დარტყმების სერია, „რუსული ექსპერიმენტების კულმინაციაა თვითმფრინავებისა და რაკეტების სხვადასხვა კომბინაციის გამოყენებით“.

"29 დეკემბერს დილით, რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით ყველაზე დიდი თავდასხმა განახორციელეს მას შემდეგ, რაც სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 

რუსული ძალების მიერ გუშინ განხორციელებული დარტყმების სერია, როგორც ჩანს, არის რუსული ექსპერიმენტების კულმინაცია თვითმფრინავებისა და რაკეტების სხვადასხვა კომბინაციის გამოყენებით", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 29 დეკემბერს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა 30 და დაშავდა 160-ზე მეტი ადამიანი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საია: მარეგულირებელი აქტის გარეშე ჭავლში ქიმიური ნივთიერების შერევა ექსპერიმენტული იარაღია
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 1200-ზე მეტი მასწავლებელი წარადგინეს - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ზელენსკი: ევროკავშირის 3 ქვეყანა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გაძლიერებას შეუწყობს ხელს
კობახიძე: ჩინეთთან ყოველისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავდივართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics