18:23 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-29 17:41:26, 4369 ნახვა

ომი უკრაინაში
სუნაკი - უკრაინის ქალაქებზე თავდასხმა აჩვენებს, რომ პუტინი არ გაჩერდება, ვიდრე თავისუფლებას და დემოკრატიას არ ამოძირკვავს

რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქებზე მასობრივი სარაკეტო თავდასხმა აჩვენებს, რომ ვლადიმერ პუტინი არ გაჩერდება, ვიდრე მიზანს არ მიაღწევს და არ ამოძირკვავს თავისუფლებას და დემოკრატიას, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

როგორც სუნაკი აღნიშნავს, დიდი ბრიტანეთი რუსეთს "გამარჯვების უფლებას არ მისცემს და იდგება უკრაინის გვერდით იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება".

„უკრაინის ქალაქებზე ეს მასობრივი თავდასხმები აჩვენებს, რომ პუტინი არაფრის წინაშე არ გაჩერდება, ვიდრე არ მიაღწევს მიზანს და არ ამოძირკვავს თავისუფლებას და დემოკრატიას. ჩვენ მას გამარჯვების უფლებას არ მივცემთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის გვერდით დგომა იქამდე, ვიდრე საჭირო იქნება“, - წერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.

ცნობისთვის, დღეს, 29 დეკემბერს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics