|
2023-12-28 23:59:46, 1424 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ოპოზიციის გათვლა იყო უმარტივესი - არ იღებ სტატუსს, ამან უნდა გამოიწვიოს ხალხის მღელვარება და კიდევ ერთხელ უნდა სცადო რევოლუცია
ყველა ჯერზე, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, ჩადიოდნენ ევროპის დედაქალაქებში, უფრო მეტად რთულდებოდა ის პროცესი, რაც დაკავშირებული იყო კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. ამას ჰქონდა ძალიან მარტივი ახსნა - ისინი იქაც იგივეს ლაპარაკობდნენ, რასაც ლაპარაკობდნენ ქვეყნის შიგნით. ამბობდნენ, რომ ქვეყანა არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ყველა მიმართულებით აკრიტიკებდნენ ქვეყანას და ხელისუფლებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE”-ში განაცხადა. კობახიძის თქმით, ოპოზიციის მთელი საქმიანობა მიმართული იყო იქითკენ, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. „გარეთ ხომ ვერ წახვალ და სხვა რამეს ხომ ვერ ილაპარაკებ? ჯერ მარტო ის ადამიანები იმასაც უსმენენ, რასაც ოპოზიცია საუბრობს ქვეყნის შიგნით. რასაც ლაპარაკობდნენ ქვეყნის შიგნით, იგივეს ლაპარაკობდნენ ქვეყნის გარეთ. ამბობდნენ, რომ ქვეყანა არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ყველა მიმართულებით აკრიტიკებდნენ ქვეყანას, ხელისუფლებას და ა.შ. ასეთ პირობებში მათი მთელი საქმიანობა მიმართული იყო იქითკენ, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. გათვლა იყო უმარტივესი - არ იღებ სტატუსს, ამან უნდა გამოიწვიოს ხალხის მღელვარება და მღელვარების ფონზე კიდევ ერთხელ უნდა სცადო რევოლუციის მოწყობა. თუმცა, ამის პერსპექტივა არც იყო. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, მაინც არ ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის არავითარი შანსი. საბოლოო ჯამში ყველაფერი დაგვირგვინდა ძალიან კარგად ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ყველა მიმართულებით გვქონდა წარმატება და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება იყო ამ პროცესების ძალიან დადებითი კულმინაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)