12:12 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-27 17:57:09, 523 ნახვა

პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თავმჯდომარეობით მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 32-ე სხდომა გაიმართა

იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თავმჯდომარეობით მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის 32-ე სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მიღებულ იქნა 2021-2030 წწ. მიგრაციის სტრატეგიის 2024 წლის სამოქმედო გეგმა; საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ხელმძღვანელის მიერ გაკეთდა მოხსენება 2024 წლისთვის გაეროსა და IOM-ის როგორც გლობალურ, ისე საქართველოსთან მიმართებით არსებულ სამუშაო მიმართულებებზე; ასევე, ინტეგრაციის საკითხებზე.

"სხდომას კომისიის წევრ სახელმწიფო უწყებებთან ერთად ესწრებოდა პარტნიორი საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები.

მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისია არის მთავრობის სათათბირო ორგანო, რომელიც მსჯელობს და გადაწყვეტილებებს იღებს მიგრაციის მართვასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე.

კომისიას, რომელიც აერთიანებს 9 სახელმწიფო უწყებას, თავმჯდომარეობს იუსტიციის სამინისტრო, ხოლო თანათავმჯდომარეა შინაგან საქმეთა სამინისტრო", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
აშშ-მ სანქციები დაუწესა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებიც ირანს „შაჰედის“ წარმოებაში ეხმარებიან
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics