12:42 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-27 17:09:21, 591 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე - აფხაზეთსა და ცხინვალში ადამიანებს ექნებათ არჩევანი - ევროკავშირში მცხოვრები საქართველოს პასპორტი თუ რუსული პასპორტი

ჩვენი ამოცანა არის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება, რასაც მოაქვს მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა და ეს არის გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

ვაშაძის თქმით, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელია არაერთი პროვოკაციული ქმედება, რისი მიზანიც საქართველოს ევროკავშირისგან დაშორებაა.  

"რუსეთი ბევრ პროვოკაციულ ქმედებაზე წავა იმისთვის, რომ აგვაცილოს საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას. ჩვენი ამოცანა არის ევროკავშირში დაჩქარებული გაწევრიანება, რასაც მოაქვს მშვიდობა და ეკონომიკური კეთილდღეობა და ეს არის გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, რადგან აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ ადამიანებს ექნებათ ძალიან კონკრეტული არჩევანი - ევროკავშირში მცხოვრები საქართველოს პასპორტი, რომელიც არის გზა ცივილური სამყაროსკენ, თუ რუსული პასპორტი, რომელიც არის სიკვდილისკენ და განადგურებისკენ სვლა. ამიტომაც, რუსეთი ძალიან ბევრ პროვოკაციას შეეცდება და  მთავარია, ჩვენ მშვიდობიანად გავიაროთ ეს პერიოდები",- განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე 3 წლის შემდეგ აღიარებს, რომ სამართალდამცავები დემონსტრანტებზე ძალადობდნენ
პოლიციამ თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავა
ტრამპი იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 11 მაისის შემდეგ გაგრძელდება
9 მაისი ევროპის დღეა - ექსპო-ჯორჯიაში ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნა გამოფენებებს აწყობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics