2023-12-27 09:44:16, 1346 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 46 დრონიდან 33 გავანადგურეთ
უკრაინამ, 27 დეკემბრის ღამეს, რუსეთის მიერ გაშვებული 33 დრონი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.
საჰაერო ძალების ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატები გაშვება პრიმორსკო-ახტარსკის რეგიონიდან და ყირიმიდან დაფიქსირდა.
"27 დეკემბრის ღამეს, ოკუპანტებმა ყირიმიდან და პრიმორსკო-ასტრახიდან დრონები გაუშვეს. სულ დაფიქსირდა Shahed-136/131-ის ტიპის 46 უპილოტო საფრენი აპარატიდან 33-ის ჩამოგდება.
თავდასხმის მოგერიებაში მონაწილეობდნენ საბრძოლო თვითმფრინავები, საზენიტო-სარაკეტო დანაყოფები და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილური სახანძრო ჯგუფები.
დრონები ნიკოლაევის, ოდესის, ხერსონის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცის და კრივოროგრადის რაიონებში ჩამოვაგდეთ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,