10:09 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-26 23:26:41, 708 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მსოფლიო პატრიარქთან სატელეფონო საუბარი ჰქონდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ზელენსკი Telegram-არხზე წერს.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, მან პატრიარქს უკრაინელი ხალხისადმი თბილი საშობაო მილოცვისთვის, უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცვისა და მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით მსოფლიო საპატრიარქოს მრჩეველთა შეხვედრებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

"საშობაო მილოცვისთვის სატელეფონო საუბარი მქონდა უწმიდეს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან. წელს უკრაინაში შობა დედაეკლესიასთან ერთად აღნიშნეს. მადლობა გადავუხადე მის უწმინდესობას უკრაინელი ხალხისადმი თბილი საშობაო მილოცვისთვის, უკრაინაში მშვიდობისთვის ლოცვისა და მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით მსოფლიო საპატრიარქოს მრჩეველთა შეხვედრებში მონაწილეობისთვის", - წერს ზელენსკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics