13:16 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-26 14:59:22, 670 ნახვა

პოლიტიკა
დარჩიაშვილი - კონფერენციის წლევანდელი ფორმატი აეწყო ლოგიკით, რომ შედეგისთვის მთავრობა და საპარლამენტო ხელისუფლება მუშაობდა

შარშან საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული ელჩების კონფერენციაზე, მაგრამ მონაწილეობა არ მიიღო, წლევანდელი ფორმატი კი აეწყო იმ ლოგიკით, რომ შედეგისთვის აღმასრულებელი და საპარლამენტო ხელისუფლება მუშაობდა,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, წლევანდელი კონფერენცია მიძღვნილი იყო იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ განახორციელა.

"წლევანდელი კონფერენცია მიძღვნილია იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ - საქართველოს მთავრობამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მოწვევას, შარშან საქართველოს პრეზიდენტი მოწვეული იყო. სამწუხაროდ, მან, მისი გადაწყვეტილებით, არ მიიღო მონაწილეობა ელჩების კონფერენციაში, თუმცა დღევანდელ კონფერენციას, ფორმატი ჰქონდა შემდეგი, იმის გათვალისწინებით, რომ მთელი წლის განმავლობაში, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება - მთავარი და საპარლამენტო განზომილება, ორი მთავარი ხელისუფლების შტო, მუშაობდა ამ კონკრეტული შედეგის მისაღწევად, სწორედ ამ ლოგიკით იყო ეს ფორმატი აწყობილი", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, 26 დეკემბერს თბილისში ყოველწლიური ელჩების კონფერენცია გაიმართა.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და  პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ელჩების კონფერენციაზე დასასწრებად საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოწვევა არ მიუღია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
პაპუაშვილი ამბობს, რომ 4 სპეცრაზმელის დასაკავებლად რეჟიმს 3 წელი დასჭირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics