|
2023-12-26 11:52:43, 586 ნახვა
პოლიტიკა
ვარჰეი - საქართველოსთვის EU-ის სტატუსის მინიჭება ხალხისა და მთავრობის მიერ გაწეული შრომის შედეგია
ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით, არ არის საჩუქარი, არამედ ესაა თქვენი, თქვენი ხალხისა და თქვენი მთავრობის მიერ არაერთი თვის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგი, - ამის შესახებ ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ „ელჩების კონფერენცია 2023-ზე“ განაცხადა. ვარჰეის თქმით, ევროკავშირი საქართველოს დახმარებას გააგრძელებს. „ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით, არ არის საჩუქარი, არამედ ესაა თქვენი, თქვენი ხალხისა და თქვენი მთავრობის მიერ არაერთი თვის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგი. ჩვენი მხრიდან, გავაგრძელებთ ამ საოცარ გზაზე თქვენს დახმარებასა და ხელშეწყობას. უკვე ამ დროისთვის ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი დონორია. ჩვენ ჩვენი ყოველწლიური პროგრამებით გამოვყოფთ 100 მილიონ ევრომდე, რათა საქართველო მეტად დაუახლოვდეს ევროკავშირს. მომდევნო კვირებსა და თვეებში, ფოკუსი გაიზრდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქვეყნის შესაბამისობაზე. უფრო მეტიც, ჩვენს გვსურს, დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმისა და მისი საფლაგმანო პროექტების ამოქმედება... თუმცა, ევროკავშირი ბევრად მეტია, ვიდრე წარმატებული ეკონომიკური პარტნიორობა. ის ასევე წარმოადგენს მშვიდობის პროექტს, რომელიც ისე, როგორც არავინ იცავს დემოკრატიასა და თავისუფლებას. გვწამს, რომ თქვენ საკუთარ წვლილს შეიტანთ ამ პროექტში და იქნებით მისი ნაწილი. 2024 წელი იქნება მორიგი გადამწყვეტი წელი. თქვენი ქვეყანა ჩაატარებს არჩევნებს და გეოპოლიტიკური გამოწვევებიც, სავარაუდოდ, არ იკლებს. ამავდროულად, საჭირო მონდომებითა და კომისიის გაფართოების ანგარიშში განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესრულებით, ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის გზაზე საქართველოსთან მუშაობას. საქართველო ეკუთვნის ევროპულ ოჯახს. ამრიგად, ნება მომეცით, გისურვოთ წარმატებული და ნაყოფიერი 2024 წელი, რომელიც უფრო მეტად დაგვაახლოებს. გისურვებთ ბედნიერ შობას“, - განაცხადა ვარჰეიმ. შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. საბჭომ ასევე გადაწყვიტა, რომ ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც ქვეყანა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია ევროპული საბჭოსთვის 8 ნოემბერს გასცა. საქართველომ ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2022 წელს მიმართა. გასული წლის 3 მარტს, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი.
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
პაპუაშვილი ამბობს, რომ 4 სპეცრაზმელის დასაკავებლად რეჟიმს 3 წელი დასჭირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)