13:16 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-26 11:21:44, 666 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - საქართველო 2012 წლამდე შორდებოდა ევროპას

საქართველო 2012 წლამდე შორდებოდა ევროპას და ყალიბდებოდა როგორც ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ღონისძიებაზე - "ელჩების კონფერენცია 2023, საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, დღეს საქართველო, დემოკრატიზაციის განვითარების კუთხით, მსოფლიო ათეულშია.

"მე მინდა დეტალები გავიხსენო, რა ვითარება იყო 11 წლის წინ. მაშინ არ იყო დაწყებული კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე, პირიქით, ყოველ წელს, ყოველ თვე და ყოველ დღე საქართველო შორდებოდა ევროპას. ეს იყო რეალობა. საქართველო 2012 წლამდე შორდებოდა ევროპას და ყალიბდებოდა როგორც ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმი. აი, ეს რეალობა დახვდა "ქართულ ოცნებას" და ბატონ ბიძინა ივანიშვილს. სულ რაღაც 11 წელიწადში, დღეს, ჩვენი ქვეყანა დემოკრატიზაციის განვითარების კუთხით, მსოფლიო ათეულშია. დღეს, 11-წლისთავზე, ჩვენი ქვეყანა არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სახელმწიფო",- განაცხადა ღარიბაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
პაპუაშვილი ამბობს, რომ 4 სპეცრაზმელის დასაკავებლად რეჟიმს 3 წელი დასჭირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics