|
2023-12-25 20:22:31, 717 ნახვა
პოლიტიკა
დარჩიაშვილი ოჩამჩირის ბაზაზე - რაც ოკუპაციის მიღმაა, ჩვენი კონტროლის გარეთაა - ბერკეტები არ გვაქვს
ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხდება ოკუპაციის მიღმა, არის ჩვენი კონტროლის გარეთ და ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. დარჩიაშვილს კომენტარი სთხოვეს საქართველოს პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელ, ხავიერ კოლომინას განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც კოლომინა ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ოჩამჩირეში რუსეთის მიერ დაანონსებული სამხედრო ბაზიდან ნატო-ს თავს დაესხმებიან, ალიანსი იმოქმედებს. დარჩიაშვილს ასევე კითხვით მიმართეს, რა საფრთხეებს ხედავს ნატო ოჩამჩირეში რუსეთის გეგმებთან დაკავშირებით და საქართველომ რა უნდა გააკეთოს, რომ ეს ვითარება ნატო-სთან დაახლოებისთვის გამოიყენოს. დარჩიაშვილის თქმით, ოკუპაციის ხაზს მიღმა რაც ხდება, ეს არის პასუხისმგებლობა ძალის, რომელიც ადგილზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს. "ნებისმიერი ქმედება, რომელიც ხდება ოკუპაციის მიღმა, არის ჩვენი კონტროლის გარეთ და ჩვენ არანაირი ბერკეტი არ გვაქვს. ჩვენი მთავარი ბერკეტია, აქტიურად ვიმუშაოთ საერთაშორისო პარტნიორებთან, მეგობრებთან, მათი ძლიერი მხარდაჭერა გვქონდეს. ჩვენი აქტიური მუშაობით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მობილიზებით ვიღებთ იმ შედეგს, რომელიც გვაქვს", - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
პაპუაშვილი ამბობს, რომ 4 სპეცრაზმელის დასაკავებლად რეჟიმს 3 წელი დასჭირდა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)