|
2023-12-22 13:52:54, 643 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ორიოდე არსებამ ჩემი ციხეში გადაყვანა მოითხოვა - სურთ, ამომრჩეველთან კომუნიკაციის შესაძლებლობა წამერთვას
სურთ, რომ მე წამერთვას ამომრჩეველთან კომუნიკაციის შესაძლებლობა,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანასთან დაკავშირებით პარტია "საქართველოსთვის" მოწოდებას. როგორც სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, "რუსთავის ციხეში გადაყვანის შემთხვევაში, მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებისა და რამდენიმე თვის წინანდელ მდგომარეობაში დაბრუნების დიდი შანსია". "გუშინ, ადამიანურობისგან სრულიად დაცლილმა ორიოდე არსებამ პარლამენტში, ჩემი სასწრაფოდ ციხეში გადაყვანა მოითხოვა, მიზეზი ჩემი "სასამართლო" სხდომაზე ჩართვა იყო. თურმე, თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ საქმეზე პოლიტიკაზე საუბარი როგორ გავბედე და თანაც, კიდევ უფრო დიდ ცოდვად რამდენიმე ფრაზის უკრაინულად თქმა ჩამითვალეს. ამ "-----" (დაარქვით რაც გსურთ) მინდა ვუთხრა, ჯერ ერთი, მე ახლაც ციხეში ვარ, ბოლო წელიწადზე მეტს უჟანგბადო სივრცეში ვატარებ, რომელშიც მზის სხივი არ აღწევს და არც სეირნობაა შესაძლებელი. აქ მე უკიდურესად შემიზღუდეს კონტაქტები და ერთადერთი, ვისი რეგულარულად ნახვის ფუფუნება მაქვს, არის დედაჩემი, რომელსაც მოაქვს საკვები მას შემდეგ, რაც ციხეში მძიმე მეტალებით მოწამვლა დამიდასტურდა. ამ არსების მთავარი გაღიზიანების წყარო არის ის, რომ მე აღვიდგინე საუბრის უნარი და რუსთავის ციხეში გადაყვანაც სწორედ იმიტომ სურთ, რომ იქ სამედიცინო ყურადღების უკიდურესი შეზღუდვის პირობებში, მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებისა და რამდენიმე თვის წინანდელ მდგომარეობაში დაბრუნების დიდი შანსია. მოკლედ ამათ სურთ, რომ მე წამერთვას ამომრჩეველთან კომუნიკაციის შესაძლებლობა (სხვანაირად ეს გამოხტომა არ აიხსნება). შეუძლებელია, მათ არ იცოდნენ, რომ რუსთავის ციხიდან ადმინისტრაცია ვალდებული იქნება, სასამართლო სხდომებზე მატაროს და იქ კიდევ უფრო თავისუფლად შევძლებ საუბარს, ოღონდ ამათ დიდი იმედი აქვთ, რომ ცუდად გავხდები და არაფრის თავი არ მექნება, ან თუ მოვკვდები, მაშინ ჰგონიათ, რომ ბედნიერება ეწვევათ. რაც შეეხება ჩემს სიმპტომებს, მათი 80% არსად წასულა და ეს მთავრობამ შესანიშნავად იცის. თქვენ თვითონ განსაჯეთ, რა ტიპის არსებებთან გვაქვს საქმე და ჩემს FB-ზე წერას, სჯობს, პირდაპირ მათ გვერდებზე გამოხატოთ თქვენი აზრი. დიდი მადლობა ნიკა გვარამიას და საერთოდ ყველა ადამიანს, ვინც საჯაროდ გამოხატა ადამიანური პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით",- წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე. ცნობისთვის, გუშინ, 21 დეკემბერს პარტიამ „საქართველოსთვის" "ქართულ ოცნებას", ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისკენ მოუწოდა.
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)