2023-12-21 10:05:22, 1001 ნახვა
მსოფლიო
The Times Of Israel - ისრაელმა ხან-იუნისიდან ევაკუაციის ბრძანება გასცა
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, ისრაელმა ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ხან-იუნისის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება გასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Times Of Israel-ი ავრცელებს.
The Times Of Israel-ის ცნობით, გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისმა (OCHA) განაცხადა, რომ ისრაელმა გამოაქვეყნა რუკები, სადაც ქალაქ ხან-იუნისის, დაახლოებით, 20%-ზე ევაკუაციაა მონიშნული.
როგორც მედია წერს, ქალაქში ათობით ტერორისტისა და ორგანიზაცია "ჰამასის" ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო ოპერაციები ჩატარდება.
OCHA-ს ცნობით, ბრძოლების დაწყებამდე ტერიტორიაზე 110 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.
მათივე ინფორმაციით, ტერიტორია 32 თავშესაფარს მოიცავს, სადაც 140 000-ზე მეტი იძულებით გადაადგილებული პირი იყო განთავსებული.
ავტორი: ექსპრესნიუსი,