|
2023-12-20 13:28:00, 727 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - გაძლევთ გარანტიას, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 4 წელიწადში, საქართველო EU-ის წევრი იქნება
მე გაძლევთ გარანტიას, რომ 4 წელიწადში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქართველო ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი იქნება,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. სააკაშვილის თქმით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ "სრულიად ახალი ეპოქა დაიწყება". "მე ვამბობდი, რომ იქნებოდა უზივო მიმოსვლა და მივიღეთ. ასოცირების ხელშეკრულებას რომ მოეწერა ხელი, მე უკვე აღარ ვიყავი პრეზიდენტი, მაგრამ მაშინ მე ევროპარლამენტმა მიმიწვია სესიაზე და ფეხზე ამდგარი ევროპარლამენტი მომესალმა მე და რაღაცნაირად სასიამოვნო იყო, რომ მათ მაინც არ დაივიწყეს ჩემი ღვაწლი. მე ვამბობდი, რომ იქნებოდა კანდიდატის სტატუსი და ჩვენ მივიღეთ სტატუსი. მე ვამბობ ახლა, რომ ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ევროკავშირის წევრები, ოღონდ ჩვენ უნდა მოვიგოთ მანამდე ეს არჩევნები... ჩვენ არ მივცემთ საშუალებას არავის, რომ ამ გზიდან გადაგვიყვანოს. ევროპაც არ მისცემს არავის საშაულებას, რომ საქართველოს შიგნით ვინმემ ბოროტად გამოიყენოს ძალაუფლება. ეს იქნება სრულიად ახალი ეპოქა. ჩვენ ახლა საცობი უნდა მოვიშოროთ იმიტომ, რომ ეს არის დაცობილი ევროკავშირის გზაზე... მე გაძლევთ გარანტიას, რომ 4 წელიწადში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქართველო იქნება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. მე არასდროს არაფერში მომიტყუებიხართ",- განაცხადა სააკაშვილმა.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)