14:23 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-20 13:01:29, 636 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე - 1:0-ია ქართველი ხალხის სასარგებლოდ

მე მინდა მივულოცო ქართველ ხალხს, 1:0-ია ქართველი ხალხის სასარგებლოდ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლოს სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე საუბრისას განაცხადა.

სააკაშვილის თქმით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.

"მე მინდა მივულოცო ქართველ ხალხს, 1:0-ია ქართველი ხალხის სასარგებლოდ. ყველამ კარგად იცით, რომ მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რომ ჩვენ ეს სტატუსი არ მიგვეღო. ისინი მიდიოდნენ პროვოკაციებზე მუდმივად, არ უნდოდათ ხელმოწერა ამ დოკუმენტის. უკრაინამ პრაქტიკულად  აიძულა ეს იმიტომ, რომ უკრაინამ მოახდინა ინიცირება, რომ ეს ხელშეკრულება და თხოვნა შეეტანათ და გაიხსენეთ როგორ იყო - "რუსული აგენტების" კანონი შემოაგდეს, რომელიც პრაქტიკულად კეტავდა ჩვენ გზას ევროკავშირში და ისევ ქართველმა ხალხმა მარტის აქციებზე აიძულა მისი უკან გახმობა და გაუხსნა გზა ევროკავშირში ჩვენ ხალხს", - განაცხადა სააკაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics