04:05 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-19 10:14:04, 902 ნახვა

მსოფლიო
ჯონ კირბის განცხადებით, თუ კონგრესი არ იმოქმედებს, თეთრ სახლს უკრაინის დასახმარებლად ფინანსები ამოეწურება

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებს დეკემბერში უკრაინის დასაფინანსებლად თანხა ამოეწურება, თუ კონგრესი არ მიიღებს გადაწყვეტილებას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაუდებელი დამატებითი ხარჯების მოთხოვნაზე, რომელიც კვირების განმავლობაში შეჩერებულია.

როგორც კირბიმ ჟურნალისტებს უთხრა, ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, რომ მიმდინარე თვეში უკრაინის დახმარების კიდევ ერთი პაკეტის შესახებ გამოაცხადოს, თუმცა აღნიშნულის შემდეგ, კიევის დაფინანსება შეწყდება.

"როცა ეს გაკეთდება... ჩვენ აღარ გვექნება შევსების უფლებამოსილება. და ჩვენ გვჭირდება კონგრესი, რომ იმოქმედოს დაუყოვნებლად",- აცხადებს ჯონ კირბი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics