|
2023-12-18 21:48:30, 729 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზაზა გოგავა აირჩიეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ ზაზა გოგავა აირჩიეს. ზაზა გოგავამ თბილისის ორგანიზაციის ყრილობაზე განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" იბრძოლებს, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი და თბილისი იყოს ერთიანი. დღეს საქართველოს და შესაბამისად თბილისსაც, აქვს მნიშვნელოვანი გამოწვევები, თუმცა ჩვენ, გამოწვევები შეგვიძლია და უნდა ვაქციოთ შესაძლებლობად. ეს შესაძლებლობა ევროპაა, ჩვენ კი არ უნდა შევიდეთ ევროპაში, ევროპა უნდა მოვიწვიოთ კავკასიაში, სწორედ ეს როლი ეკუთვნის თბილისს. ამ ქალაქისთვის და ამ ქვეყნისთვის ბრძოლა გრძელდება. დღეს ეს ქალაქი გაჩერებულია, ტანჯავს საცობები, ეკოლოგიური, რეკრეაციული, განაშენიანების გამოწვევები, პრობლემები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კუთხით და კიდევ სხვა მრავალი… იმისათვის, რომ თბილისმა დაძლიოს ეს გამოწვევები, საჭიროა ცვლილებები მთელი ქვეყნის მასშტაბით. მე გპირდებით, რომ ამ ცვლილებებისთვის ბრძოლაში ვიქნებით ერთად, ერთმანეთის მხარდამხარ, ყველა თაობის წარმომადგენელთან ერთად და თბილისის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაცია ამ ბრძოლაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს. ამ ქვეყნისთვის, ამ ქალაქისთვის სხვადასხვა დროს სხვადასხვა თაობას უბრძოლია. უბრძოლია ზვიად გამსახურდიას, რომლის სახელსაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა უკავშირდება. უბრძოლია და იბრძვის მიხეილ სააკაშვილი, რომლის სახელთანაც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სხეულის ჩამოყალიბებაა დაკავშირებული. მინდა, მივესალმო უმაღლეს მთავარსარდალ მიხეილ სააკაშვილს, ვუსურვო ჯანის სიმტკიცე და მხნეობა. ჩვენ ვიბრძოლებთ ცვლილებებისთვის, რომ საქართველო იყოს თავისუფალი, მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი, თბილისი იყოს ერთიანი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფო - საქართველოს დედაქალაქი“, - განაცხადა ზაზა გოგავამ.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)