|
2023-12-18 15:21:21, 601 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ბოლო 11 წლის განმავლობაში, სიღარიბე ფაქტობრივად განახევრდა
ბოლო 11 წლის განმავლობაში, სიღარიბე ფაქტობრივად განახევრდა. 2012 წელთან შედარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე, 17%-მდე შემცირდა. „2012 წელს, უმუშევრობის დონე იყო 27%, დაახლოებით. შარშან, უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე, 17%-მდე შემცირდა, ასევე შემცირდა სიღარიბე და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს, 15%-მდე ჩამოვიდა სიღარიბე. წელს, სამივე კვარტალში უმუშევრობის დონის შემცირების ტენდენცია გაგრძელდა. და მესამე კვარტლის მდგომარეობით, კვარტალურ ჭრილში რომ ვთქვათ, დასაქმების მაქსიმალური მაჩვენებელი და უმუშევრობის მინიმალური დონე ფიქსირდება. უმუშევრობის დონე მცირდება სამუშაო ძალის და დასაქმების ზრდის პარალელურად; წელს, მაგალითად, მესამე კვარტალში უმუშევრობის დონე 15.6% იყო, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა, ასევე რეკორდული, მილიონ 366 ათასს მიაღწია. ბოლო 11 წლის განმავლობაში, სიღარიბე ფაქტობრივად, განახევრდა. 2012 წელთან შედარებით ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. ეს არის "ქართული ოცნების" ხელისუფლების მმართველობის კიდევ ერთი კონკრეტული შედეგი. ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა 2022 წელს, 2012 წელთან შედარებით, გაზრდილია 1.5-ჯერ – 245 ათასით. მესამე კვარტალში ბიზნესსექტორში სამუშაო ადგილების რაოდენობა ასევე გაიზარდა. მოქმედი ბიზნესსუბიექტების რაოდენობა 2022 წელს, 2012 წელთან შედარებით, 71%-ით არის გაზრდილი – 119 ათასიდან 205 ათასამდე გაიზარდა. ახლად რეგისტრირებულ ბიზნესსუბიექტთა რაოდენობა, შარშან, 2012 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა 40 ათასიდან 77 ათასამდე",- თქვა პრემიერმა.
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)