|
2023-12-16 13:41:49, 658 ნახვა
პოლიტიკა
ნაცვლიშვილი - „ქართული ოცნება“ არაევროპულად მოიქცა, როცა ზეიმზე პრეზიდენტს სიტყვის თქმა არ შესთავაზა
სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ მოიქცა ევროპულად და სახელმწიფოს მეთაურსაც კი, არ შესთავაზა, მისალმებოდა შეკრებილ საზოგადოებას, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. ნაცვლიშვილის თქმით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ღონისძიებაზე მისვლა სწორი გადაწყვეტილება იყო. "ჰერჩინსკის გამოსვლა იყო სწორედ ამის დემონსტრირება, რა არის ევროპული კულტურა, ევროპული ქცევა, ევროპული პოლიტიკური ეტიკეტი დ.ა.შ. მე ვფიქრობ, რომ კარგად გამოჩნდა განსხვავება მის გამოვლასა და დანარჩენ გამოსვლებსა და მიდგომებს საკითხისადმი. სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ მოიქცა ევროპულად და სახელმწიფოს მეთაურსაც კი, არაფერს ვამბობ სხვებზე, არ შესთავაზა, მისალმებოდა შეკრებილ საზოგადოებას. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ სწორი იყო პრეზიდენტის იქ ყოფნა. ერთპარტიულ ჭრილში სამყაროს აღქმა - ეს არის დრომოჭმული და ეს აუცილებლად დასრულდება. ამიტომაა საჭირო, რომ დროზე ვიაროთ წინ, ევროპისკენ", - განაცხადა ნაცვლიშვილმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 15 დეკემბერს კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით, დედაქალაქში, თავისუფლების მოედანზე, სახალხო ღონისძიება გაიმართა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 27 ნოემბერს დააანონსა. ღონისძიებას სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა, თუმცა მმართველი გუნდის წევრებმა მას სცენაზე სიტყვით გამოსვლის უფლება არ მისცეს. აღსანიშნავია, რომ მანამდე, 14 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ პრემიერის დაანონსებულ ღონისძიებას შეუერთდება, ტრიბუნასთან მიწვევის შემთხვევაში მოქალაქეებს სიტყვით მიმართავს, "თუ არადა, ხალხში იქნება".
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)