08:28 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-15 16:58:43, 925 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის საშემოდგომო სესია დაიხურა

პარლამენტის საშემოდგომო სესია სახელმწიფო ჰიმნით დაიხურა.

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით,  საშემოდგომო სესია დატვირთული და საინტერესო იყო.

„რაც მთავარია, შედეგიანი საშემოდგომო სესია გვქონდა - საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამაში უდიდესი წვლილი აქვს საქართველოს პარლამენტს. გვინდა ყველა კოლეგას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში, ვინც მხარი დაუჭირა იმ ცვლილებებს, რომელმაც განაპირობა ევროპული საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილება, მადლობა გადაგიხადოთ",- განაცხადა პაპუაშვილმა.

პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია იხსნება სექტემბრის პირველ სამშაბათს და დეკემბრის მესამე პარასკევს იხურება.

პარლამენტი მუშაობას საგაზაფხულო სესიის ფორმატში, თებერვლის პირველ სამშაბათს განაახლებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ახლა ჩვენი ჯერია“: ბაიდენმა ამერიკული გზის დაუმთავრებელ ბუნებაზე ისაუბრა
ტრამპი ხამენეის დაკრძალვაზე: ჩვენ შეგვიძლია ყველა ერთი დარტყმით გავანადგუროთ
ელენე ხოშტარიას მიმართვა ALDE-ს - რუსეთი ცდილობს დაამარცხოს ევროპა საქართველოში
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics