15:43 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-15 12:54:51, 1016 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის საელჩო - ვულოცავთ ქართველ ხალხს ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს

ვულოცავთ ქართველ ხალხს ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს, - ამის შესახებ უკრაინის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც საელჩოში აცხადებენ, უკრაინისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. 

"ვულოცავთ ქართველ ხალხს ქვეყნისთვის და ევროკავშირისთვის ისტორიულ დღეს. ეს არის ისტორიული მოვლენა ჩვენი ქვეყნების ცხოვრებაში. უკრაინის და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. პატივი და დიდება გმირებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს უკრაინისა და საქართველოს თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის. მადლობა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს ევროკავშირიდან მუდმივი მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ, 14 დეკემბერს ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. საბჭომ ასევე გადაწყვიტა, რომ ევროკავშირი დაიწყებს მოლაპარაკებებს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მას შემდეგ, რაც ქვეყანა წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს მიაღწევს​.

ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია ევროპული საბჭოსთვის 8 ნოემბერს გასცა. საქართველომ ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად 2022 წელს მიმართა. გასული წლის 3 მარტს, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics