|
2023-12-14 23:56:26, 809 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - ვულოცავ ქართველ ხალხს - წინ გვაქვს დიდი ბრძოლა და დარწმუნებული ვარ, ხალხი ამ გამარჯვებას ბოლომდე მიიყვანს
ქართველ ხალხს მინდა მივულოცო უდიდესი გამარჯვება... პრეზიდენტ სააკაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აღმართა საქართველოს პარლამენტთან ევროკავშირის დროშა და ის იყო მთავარი ტონის მიმცემი ევროპულ გზაზე, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ წინ დიდი ბრძოლაა, რომლითაც "ქართველი ხალხი ამ გამარჯვებას მიიყვანს ბოლომდე". „ქართველ ხალხს მინდა მივულოცო უდიდესი გამარჯვება და საქართველოს მოქალაქეებს ცხადია არ დაავიწყდებათ ის დამოკიდებულება, რაც ჰქონდათ რუსული პარტიის წარმომადგენლებს, თავად პუტინისტებს საქართველოში, გვახსოვს მათი განცხადებები იგივე კობახიძე რომ აცხადებდა, რომ თურმე ჩალის ფასი აქვს კანდიდატის სტატუსს, კალაძე ამბობდა თავისთვის დაიტოვონ კანდიდატის სტატუსი თუ არ გვაძლევენ, არ გვაინტერესებს. ასე აბუჩად იგდებდნენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს და შესაბამისად, დიახ, მოიპოვა ქართველმა ხალხმა და ასევე, არ შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი რამ არ ვთქვათ და უმადურობა ძალიან ცუდი საქმეა, პრეზიდენტ სააკაშვილი იყო ის ადამიანი, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად აღმართა საქართველოს პარლამენტთან ევროკავშირის დროშა და ის იყო მთავარი ტონის მიმცემი ევროპულ გზაზე, ცხადია მისი პოლიტიკური პატიმრობის დასასრული ახლოვდება და ევროპულ საქართველოში კრემლის აგენტების მიერ პოლიტიკურ მძევლობაში პოლიტიკური პატიმრები აღარ გვეყოლება. ვულოცავ ქართველ ხალხს. საზეიმო ძალიან ბევრი გვაქვს ამ მიმართულებით, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკავშირის და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს - წინ გვაქვს დიდი ბრძოლა და დარწმუნებული ვარ ქართველი ხალხი ამ გამარჯვებას მიიყვანს ბოლომდე", - განაცხადა ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)