16:28 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-14 22:46:19, 562 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სათქმელი თქვა და კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად მიიღო

ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სათქმელი თქვა და დამსახურებულად მიიღო კანდიდატის სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) წერს.

ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ევროპულ ოჯახთან გაერთიანება შეუქცევადი პერსპექტივაა.

"დღეს აღვნიშნავთ მნიშვნელოვან ეტაპს საქართველოსთვის და ჩვენი ევროპული ოჯახისთვის! ქართველი ხალხის ურყევმა ნებამ თავისი სათქმელი თქვა და დამსახურებულად მიიღო კანდიდატის სტატუსი საქართველოს ევროპულ ოჯახთან გაერთიანება შეუქცევადი პერსპექტივაა", - წერს ზურაბიშვილი X-ზე.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics