|
2023-12-14 17:11:30, 601 ნახვა
პოლიტიკა
დავითულიანი - ყველა, ვინც ტრანსპორტის სფერო იცის, თუ ვაშაძე ფიქრობს, რომ მათზე ჭკვიანია და გამოსავალი იცის, გამოვიდეს და თქვას საჯაროდ
ყველა, ვინც ტრანსპორტის სფერო იცის, ჩართულია პროცესში, თუ გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ ამ სფეროს ევროპელ და ქართველ ექსპერტებზე ბევრად უფრო ჭკვიანია და რამე გამოსავალი იცის, გამოვიდეს და თქვას საჯაროდ,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ბექა დავითულიანი პოლიტიკურ სპეკულაციას უწოდებს გიორგი ვაშაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ არ ხორციელდება ფრანგულ კომპანია „სისტრას“ მიერ დაგეგმილი პოლიტიკა. „რაც შეეხება იმ პოლიტიკურ სპეკულაციებს, რომელიც ამ მიმართულებით ხშირად გვესმის ხოლმე, მაგალითად გიორგი ვაშაძეს ჰქონდა ერთი კვირის წინ, თითქოს ჩვენ არ ვუჯერებდით ფრანგულ კომპანია „სისტრას“ და არ ვახორციელებდით მათ მიერ დაგეგმილ პოლიტიკას. არათუ „სისტრას“ ვუჯერებთ, არამედ ვინმემ თუ საერთოდ რამე იცის ამ ქვეყანაში, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში ამ პრობლემასთან დაკავშირებით, ყველა ჩართულია ამ პრობლემის მოგვარებაში და ყველა ერთხმად გვეუბნება, რომ უნდა განავითაროთ საზოგადოებრივი ტრანსპორტი და შეამციროთ კერძო ავტომობილების მოხმარების კოეფიციენტი. სხვა გზა უბრალოდ ამ ქალაქს არ აქვს და შესაბამისად, თუ გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ ის ამ სფეროს ევროპელ, ქართველ ექსპერტებზე ბევრად უფრო ჭკვიანია და რამე გამოსავალი იცის, გამოვიდეს და თქვას საჯაროდ, რად უნდა ამას კომისიების შექმნა და აჟიოტაჟი? ობიექტური მოცემულობაა - პრობლემაა საცობი, მაგრამ ამ პრობლემის გადაჭრის სხვა გზა, გარდა იმისა, რომელიც დევს კვლევაში, რომელიც ჩაატარა თბილისის მუნიციპალიტეტმა და რომელ პოლიტიკასაც მიყვება, ამ კვლევაზე დაფუძნებულს, უბრალოდ არ არსებობს. ეს არის მოცემულობა“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა. როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, საცობები არის ყველა დიდი მეგაპოლისის და მათ შორის, უკვე თბილისის პრობლემაც. „დღევანდელი მოცემულობით, პიკის საათებში ქალაქი ატარებს 650 ათას მანქანას და ამიტომ იქმნება საცობი. ყველა საექსპერტო დასკვნა, ყველა კვლევა გვეუბნება, რომ თბილისს აქვს 400 ათასი მანქანის გატარების უნარი, შესაბამისად, დამატებითი 250 ათასი მანქანა არის ობიექტური მოცემულობა, რომლის იქითაც უბრალოდ ვერ მივდივართ და რომელიც ქმნის საცობს. რაც შეეხება გამოსავალს, როგორც 2017 წელს შემუშავებული ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა გვეუბნება, გამოსავალი არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება და კერძო ავტომობილებით სარგებლობის წილის შემცირება. სხვა გამოსავალი, რომელიც 250 ათასი მანქანის ზედმეტობას აღმოფხვრის, უბრალოდ არ არსებობს“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)