|
2023-12-14 15:30:40, 613 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე - არაფერს არ გამოვრიცხავ, პრეზიდენტი ისეთ განცხადებებს აკეთებს, ყველაფერია მოსალოდნელი
არაფერს არ გამოვრიცხავ. ისეთ განცხადებებს აკეთებს და ისეთი დღის წესრიგი აქვს, ყველაფერი მოსალოდნელია, - ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ჩეხეთში ვიზიტის დროს "რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისისთვის მიცემულ ინტერვიუს. კალაძის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე სალომე ზურაბიშვილს პრინციპული პოზიცია ჰქონდა, რაც "დღეს რატომღაც შეიცვალა". „არაფერს არ გამოვრიცხავ. ისეთ განცხადებებს აკეთებს და ისეთი დღის წესრიგი აქვს, ყველაფერი მოსალოდნელია. ამ საკითხზე პრინციპული პოზიცია ჰქონდა და დღეს განსხვავებული მოსაზრება აქვს. სააკაშვილი კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით სასჯელს იხდის, თუმცა, პროკურატურის განცხადების მიხედვით, სხვა საქმეებზეც მიდის გამოძიება. ასე რომ, დაველოდოთ“, - განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა, ქართულ პოლიტიკაში არსებით ცვლილებებს არ გამოიწვევს. „აღნიშნულ საკითხს ცვლილების გამოწვევა არ შეუძლია ქართულ პოლიტიკურ ვითარებაში, არც ოპოზიციურ სპექტრში. რას ამბობენ უცხოელები ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რას ამბობს ქვეყნის მოსახლეობა. როდესაც საქართველოში გქვია პოლიტიკოსი, გაქვს პოლიტიკური პარტია, პირველ რიგში, შენი ქვეყნის მოსახლეობაში უნდა მოიპოვო ავტორიტეტი და მხარდაჭერა. გახსოვთ არჩევნები, როგორი ნეგატიური განწყობა იყო მის მიმართ თვით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებშიც. საარჩევნო ბანერებში ჩვენი ფოტოსურათების განთავსება მოგვიწია. ბევრი რამ შეიცვალა მას შემდეგ. დღეს სალომე ზურაბიშვილი წარმოადგენს იმ რადიკალურ ფრთას, რომელიც მტერია“, - დასძინა კალაძემ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჩეხეთში ვიზიტის დროს "რადიო თავისუფლების“ პრაღის ოფისისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. გარდა ამისა, სალომე ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მის შეწყალებაზე უარი არ განუცხადებია.
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)