|
2023-12-13 19:38:01, 581 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე ზურაბიშვილზე - პრეზიდენტი რომ გქვია, მეტი მტრობა რა შეიძლება ჩაიდინო, როდესაც ამბობ, რომ საქართველოს სტატუსი არც შარშან ეკუთვნოდა და არც წელს
პრეზიდენტი რომ გქვია ფორმალურად თუნდაც, აი ამ ფონზე უფრო მეტი მტრობა საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ რა შეიძლება ჩაიდინო, როდესაც კანდიდატის სტატუსს ელოდება შენი ქვეყანა, რეფორმები განხორციელებულია, ობიექტურად ეკუთვნის და შენ ამბობ რომ საქართველოს არც შარშან ეკუთვნოდა და არც წელს ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, მხოლოდ ფორმალურად ახორციელებთ რეკომენდაციებსო. ამაზე დიდი მტრობა გახსენდებათ ვინმეს?, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, "მასკარადში და სპექტაკლში, რომელშიც სალომე ზურაბიშვილი ასრულებს მთავარ როლს და რომელი სპექტაკლის რეჟისორიც თავად არ არის, მონაწილეობას არ მიიღებენ". „სალომე ზურაბიშვილი არის ის „ლუზერი“ პოლიტიკოსი რომელმაც ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში თავის ქვეყანაზე თქვა, რომ ის არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს ასე რომც ყოფილიყო, შეიძლება მაინც ძალიან მტრული გამონათქვამი ყოფილიყო სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ როდესაც ეს ასე არ იყო და დღეს ევროპაში ყველა აღნიშნავს რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული ეს განცხადება მხოლოდ მტრული და დამაზიანებელი იყო და მან ესეც არ იკმარა, უფრო დიდი მტრობა ის იყო რომ მან თქვა არათუ წელს არ იმსახურებს არამედ შარშანაც არ იმსახურებდა, ეს თქვა მან პირდაპირ. შესაბამისად პრეზიდენტად წოდებული ზურაბიშვილი მტრობდა შეგნებულად საქართველოს. წარმოუდგენელი ამბავია პრეზიდენტად წოდებულის მხრიდან ეს ყველაფერი. შესაბამისად, ჩვენ მასკარადში და სპექტაკლში, რომელშიც ის ასრულებს მთავარ როლს, რომელი სპექტაკლის რეჟისორიც თავად არ არის თან, ამაში არ მივიღებთ მონაწილეობას“, - აღნიშნა მდინარაძემ. მდინარაძემ აღნიშნა, რომ რეჟისორებზე ხშირად უსვამენ კითხვას, თუმცა ამაზე საუბრისგან თავს შეიკავებს. „გარკვეულ უხერხულობას ვერიდებით ხოლმე. ამათ როგორც ასეთი აშშ უნდათ იყოს, აქვე დავაფიქსირებ ეს არ არის აშშ, ევროპა და ევროპის ქვეყნები, ეს უნდათ რომ გაყიდონ ასე, მაგრამ ვაფიქსირებ, რომ ჩვენ ამას არ ვგულისხმობთ. გავა ბევრი დრო ამის შესახებ ბევრი საუბარი მოგვიწევს. დღეს ისე შეიცვალა წელიწად ნახევრის წინანდელთან შედარებით დრო, რომ თავად ამერიკელი პოლიტიკოსები საუბრობენ ამაზე ბევრს, ახლა რომ მმართველობაში არიან და ბევრი ისეთი ამბავი გავიგეთ მათი პირიდან, რაზეც ჩვენ რუსებს გვეძახდნენ ერთი წლის წინ. ვიღაცას წამოსცდა რომ ამერიკის ეკონომიკაზე ახდენდა დადებით გავლენას უკრაინის მოვლენები გარკვეულწილად, ეს ჩვენ არ გვითქვამს არცერთს ხომ ასე იყო და იმ ვიღაცას სოციალურ ქსელში მოღალატე ეძახეს, რუსეთის მონა, პუტინის მონა და სახელმწიფო მდივანი რამდენიმე დღის წინ გამოვიდა და თქვა, რომ უკრაინისათვის მიმართული დახმარების 90% ამერიკის ეკონომიკას ხმარდება. სოციალურ ქსელში ადამიანი ცოცხლად მოკლეს შარშან, იმისათვის რაც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა თქვა წელს. ეს არის სიმართლე, რომელიც აღიზიანებთ „ნაცებს“ ძალიან“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პუტინმა მოსკოვის გარშემო კიდევ ერთი საჰაერო თავდაცვის რგოლის აშენება გადაწყვიტა
ფიშერი - ცოტა შეწუხებული ვარ პაპუაშვილის გამო, მას ან ნამდვილად არ ესმის, რას გულისხმობს ევროპა ან თავს აჩვენებს, რომ არ ესმის
რუსეთის მიერ უკრაინაში დადასტურებულმა დანაკარგებმა 350 000-ს გადააჭარბა
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)