10:32 - 05 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-12-13 16:37:21, 670 ნახვა

პოლიტიკა
ევროკომისიის პრეზიდენტი - უკრაინა გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ევროკავშირი და ჩვენ მათ შესაბამისად უნდა ვუპასუხოთ

უკრაინა სწევს დიდ ძალისხმევას, რათა განახორციელოს ის რეფორმები, რომლებიც გზას გაუკვალავს ჩვენი კავშირისკენ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებზე განაცხადა.

ლაიენის თქმით, უკრაინა ევროპულ კავშირს ამ ყველაფრით აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ევროკავშირი და მისი ფასეულობები, რასაც პარტნიორებმა შესაბამისად უნდა უპასუხონ.

"უკრაინა სწევს დიდ ძალისხმევას, რათა განახორციელოს ის რეფორმები, რომლებიც გზას გაუკვალავს ჩვენი კავშირისკენ. გასულ თვეს ჩვენს მიერ გაკეთებულ მოხსენებაში იდენტიფიცირებულია მკაფიო პროგრესი ყველა მიმართულებით. რეფორმების 90% გატარებული იყო უკვე მოხსენების გამოქვეყნების მომენტში და კიდევ ოთხი პუნქტი დარჩა, რათა ყველაფერი სრულად შესრულდეს. უკრაინა განაგრძობს ყველა მათგანზე მუშაობას. 

რადამ ცოტა ხნის წინ მიიღო ორი ანტიკორუფციული კანონი, ასევე კანონი ეროვნულ უმცირესობებზე და ამას მოჰყვა პოზიტიური გამოხმაურებები თავად ეროვნული უმცირესობებისგან და ჩვენი შეფასებაც პოზიტიურია. უკრაინის პარლამენტში ასევე შევიდა ახალი კანონი ოლიგარქების გავლენის შემცირების შესახებ. უკრაინა ამ ყველაფრით გვაჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია მისთვის ევროკავშირი და ჩვენი ფასეულობები და ჩვენ შესაბამისად უნდა ვუპასუხოთ მათ", - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა
ხამენეის დაკრძალვის ლოცვაში მილიონობით მონაწილე სკანდირებს და მისი სიკვდილისთვის შურისძიებას ითხოვს
ლონდონში ლგბტ პირთა აღლუმში ათიათასობით ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
პუტინმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics